პროექტის სახელი:ეს საოცარი რიცხვი ,,შვიდი"
პრტოექტის მოკლე აღწერა: რატომ ითვლება რიცხვი შვიდი ჯადოსნურ რიცხვად.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ თუ, რატომ ითვლება რიცხვი შვიდი ჯადოსნურ რიცხვად. ჩაატარებენ კვლევას და შეისწავლიან სხვადდასხვა ქვეყნის რელიგიებს, ანდაზებსა და გამოთქმებს, სადაც რიცხვი შვიდი იქნება მოხსენიებული.გამოიძიებენ თუ რა დატვირთვა ქონდა რიცხვს ,,შვიდს" სხვადასხვა ქვეყნის კულტურაში.გაარკვევენ, რატომ არის ცისარტყელა შვიდი ფერის, რომელი არის შვიდი სასიკვდილო ცოდვა.რომელია ადამიანის შვიდი ასაკი,რატომ აგებდენ შვიდ დონიან ტაძრებს,რატომ არის კვირაში შვიდი დღე და ა.შ.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:10-17
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსია თემაზე: რა დატვირთვა აქვს რიცხვს შვიდს.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ბროშურა,პრეზენტაცია,ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
სარგებელი სხვებისათვის: საზოგადოების ინფორმირება რიცხვ ,,შვიდთან" დაკავშირებით
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული - მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა.ანდაზებისა და გამონათქვამების გაცნობა.ნაწარმოებების გაცნობა ,სადაც მოხსენიებულია რიცხვი ,,შვიდი"
ბიოლოგია - შეისწავლის იმ მცენარეების აგებულებას,რომელთა გვირგვინი შვიდი ფურცლისაგან შედგება.
ქიმია - მენდელეევის ცხრილში ყოველი მეშვიდე ელემენტის დახასიათება.
გეოგრაფია -შვიდი კონტინენტის შესწავლა,მათი დახასიათება.
ფიზიკა - გავიგებთ რატომ არის ცისარტყელა შვიდ ფერა.
მათემატიკა - გამოვთვლით რომელი რიცხვები იყოფა შვიდზე,
უცხო ენა - მოსწავლეები მოიპოვებენ მისთვის საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე.
რელიგია - გავარკვევთ რატომ არის რიცხვი შვიდი ბიბლიური.რატომ არის რიცხვი შვიდი ყველაზე ხშირად მოხსენიებული ბიბლიაში.
ფიზკულტურა -შევისწავლით შვიდჭიდის სახეობებს.
საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება,შესაბამისი ბლოგის შექმნა.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან :
ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლა
ქუთაისის მე- 14 საჯარო სკოლა
სოფ. ფარცხანაყანევის 1 საჯარო სკოლა
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ალექსანდრე კიკვაძე, ქუთაისის მე-10 საჯარო სკოლა, ინფორმაციული მენეჯერი.
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:alekikvadze@gmail.com
პროექტის ფორუმი: ეს საოცარი რიცხვი შვიდი
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: http://www.shvidi.blogspot.com/
Friday, December 19, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)